საქართველოს შსს-ს ლატვიის შს მინისტრი ეწვია

საქართველოსა და ლატვიის შს სამინისტროებს თავის კომპეტენციაში შემავალ თითქმის ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველო და ლატვია მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშიც, კერძოდ, ლატვიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდ დახმარებას უწევს.

ლატვიის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 მარტს გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკისმა ხელი მოაწერეს ოქმს სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მხარეებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

სიახლეების გამოწერა