სანაპირო დაცვისა და დიდი ბრიტანეთისა ხომალდების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდ “HMS ECHO”-ს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" მონაწილეობდა.

აღნიშნული წვრთნები ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

სიახლეების გამოწერა