სანაპირო დაცვის გლობალური სამიტი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციამ, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კვანტალიანი ხელმძღვანელობდა, იაპონიაში, ტოკიოში, „სანაპირო დაცვის გლობალური სამიტი 2017“-ში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო შეხვედრაზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საზღვაო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, სანაპირო დაცვის უწყებებს შორის ადამიანური რესურსების განვითარების სისტემებზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. სამიტის მონაწილეებმა ერთმანეთს ბუნებრივი კატასტროფების, საზღვაო ავარიებისა და ზღვის მასობრივი დაბინძურების დროს რეაგირების, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

სამიტში აზიის, წყნარი ოკეანის, ატლანტიკის, ამერიკის, ევროპის, აფრიკისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სანაპირო დაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სანაპირო დაცვის გლობალური სამიტი 2017“ ტოკიოში წელს პირველად ჩატარდა. შეხვედრა იაპონიის სანაპირო დაცვის სარდლის, ადმირალ სატოში ნაკაჯიმას და იაპონიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნიპონის ფონდის“ თავმჯდომარის, იოჰეი სასაკავას ორგანიზებით გაიმართა.

სიახლეების გამოწერა