ბათუმში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 2 ხომალდი შემოვიდა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების კუთვნილი 2 ხომალდი - „Volkan“ და „Fatih“ შემოვიდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა.

ვიზიტი ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების პროექტის -„ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებსა და შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს. თურქული ხომალდებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების ერთობლივი სწავლებები, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, ხელს უწყობს შავი ზღვის აუზში რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.

სტუმრები, ასევე, ეწვევიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) და ადგილზე გაეცნობიან ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას.

სიახლეების გამოწერა