თუშეთსა და ხევსურეთში მყოფმა მესაზღვრეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორების: "ომალოსა" და "გირევის" და N6 სამმართველოს (ბარისახო) სასაზღვრო სექტორების: "ტერღას", "ჭიმღას" და "ტანიეს" პირადმა შემადგენლობამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო.

აღნიშნულ სექტორებამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია. მესაზღვრეებმა, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, გადასატანი საარჩევნო ყუთებით ისარგებლეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სპეციალური საარჩევნო ყუთების გადატანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში, შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა.

სიახლეების გამოწერა