ტრეინინგები

17 აპრილს საქართველოში ეუთო-ს მისიის მესაზღვრეთა წვრთნის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ეუთოს მისიის პირადი შემადგენლობისათვის ტრეინინგები დაიწყო. 
20 აპრილს პრაქტიკული ხასიათის მორიგი ტრეინინგი უკვე ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. სწავლებების თემა იყო: “სამძებრო და სამაშველო ოპერაციები”. 
პრაქტიკულ სწავლებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ორმა ეკიპაჟმა და სწრაფი რეაგირების სამმართველოს მესაზღვრეებმა მიიღეს მონაწილეობა. სასწავლო (სამძებრო და სამაშველო) ოპერაციებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტექნიკა და ვერტმფრენი.
აღნიშნულ სწავლებებს ესწრებოდნენ: ეუთოს სასწავლო პროგრამების მენეჯერი, რორი მაკკორლი, ეუთოს მისიის სამთო მრჩეველი, პიტერ კიტსბერგერი, ოპერაციების ხელმძღვანელი, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების ექსპერტი, ხრვოე კამენჯარინი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. 
სასწავლო პროგრამების მენეჯერის რორი მაკკორლის თქმით, სასწავლო პროგრამა 12-თვიანია და იგი სასაზღვრო უწყების 800 ოფიცერმა უკვე წარმატებით გაიარა. ეუთო მესაზღვრეებისათვის წვრთნებს ევროსაბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს და გამოცდილებას მაქსიმალურად გაუზიარებს ქართველ მესაზღვრეებს. ეუთოს წარმომადგენლებმა და ექპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს როგორც ქართველი მფრინავების მომზადების დონეს, ისე სწავლების დაგეგმარებას სასწავლო სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. 
აღნიშნული სწავლებები სამ ეტაპად ჩატარდა. ქართველი მესაზღვრეებისათვის წვრთნების პირველი კურსი 22 აპრილს დასრულდა, მეორე კურსი 25-30 აპრილს, ხოლო მესამე მოდული 1 – 6 მაისს ჩატარდა. 
სწავლებები ქართველ მესაზღვრეებს საქართველოში ეუთო-ს მისიის ტრენინგ-ოფიცრებმა ჩა უტარეს.
 

სიახლეების გამოწერა