თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებთან თათბირი გამართა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის მართვის ცენტრიდან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სახმელეთო საზღვრის და სანაპირო დაცვის დანაყოფებს ჩაერთო და მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კოკა მელქაძე დაესწრნენ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დანაყოფებს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ დამატებითი მითითებები და ახალი რეკომენდაციები მისცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსითაა გაძლიერებული. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუდმივად იღებენ დამატებითი ინფორმაციას სამსახურებრივი საქმიანობისას გასათვალისწინებელი წესებისა და ჰიგიენის რეკომენდაციების შესახებ. მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას მოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და იყენებენ შესაბამის აღჭურვილობას.

სიახლეების გამოწერა