შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თუშეთის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ყოველკვირეული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული რეისით სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგულარულად იფრენს.

სიახლეების გამოწერა