სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს სექტორ "კირნათს" და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა.

მან სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

სიახლეების გამოწერა