სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს აღდგომა მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ხევსურეთს ეწვია. თემურ კეკელიძემ N6 სამმართველოს (ბარისახო) მესაზღვრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებთან ერთად ბარისახოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიც მოინახულა და ეკლესიას მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ხატი უსახსოვრა.

სიახლეების გამოწერა