სასაზღვრო პოლიციის უფროსმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების დედებს 3 მარტი მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა დედებს ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე უმასპინძლა.

თემურ კეკელიძემ გმირულად დაღუპული თანამშრომლების მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და დედის დღე მიულოცა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე და საზღვაო კაპრალები: ზვიად ბარბაქაძე, თემურ ფიჩხაია, ზვიად დათუაშვილი და გიორგი ღვინჯილია 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე გმირულად დაიღუპნენ.

სიახლეების გამოწერა