სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას თავდაცვის ატაშე დანი პიტი და პოლიციის ატაშე ერვე ჟამე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციასა და საფრანგეთის საელჩოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილეს.

სიახლეების გამოწერა