ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს მარიამობა მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე ახალციხის სამმართველოს სექტორ "ჭარალს" ესტუმრა და მესაზღვრეებს მარიამობის დღესასწაული პირადად მიულოცა.

სასაზღვრო სექტორი „ჭარალი“ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 20 კილომეტრიან მონაკვეთს ემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და უახლესი ტექნიკით.

სიახლეების გამოწერა