მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამა დასრულდა

შსს-ს კინოლოგიის ცენტრში მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამა დასრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრში, პროექტის "საქართველოსა და მოლდოვაში საზღვრის დაცვის კინოლოგიური სამსახურების შესაძლებლობების განვითარების" ფარგლებში, მესაზღვრე-კინოლოგების გადამზადების სპეციალური პროგრამა დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, ლევან ჭაბუკიანი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ. ტრენინგს, რომლის მიზანი იყო მესაზღვრე-კინოლოგების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ლატვიელი კოლეგები უძღვებოდნენ. მათ მსმენელებს, თეორიულ სწავლებებთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარეს. პროექტი, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯსა და მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 3 ეტაპად ხორციელდება: საქართველოში, მოლდოვასა და ლატვიაში. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ჭაბუკიანმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ლატვიელ კოლეგებს პროგრამის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს და სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს.

სიახლეების გამოწერა