ბათუმის ბულვარში მარათონი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის ვიზიტის ფარგლებში მარათონი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდ "USS ROSS"-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში მარათონი გაიმართა.

გარბენში მონაწილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ხომალდ "USS ROSS"-ის ეკიპაჟის წევრებმა მიიღეს. მარათონში აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობაც ჩაერთო.

მარათონი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობსა და მეგობრობას მიეძღვნა.

სიახლეების გამოწერა