შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემი "MSC MAHA 3" ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. 

კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

სიახლეების გამოწერა