საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, სხვადასხვა ქვეყნის 17 მოქალაქე დააკავეს. კერძოდ: ინდოეთის რესპუბლიკის 3, ბანგლადეშის რესპუბლიკის 3, თურქეთის რესპუბლიკის 2, საქართველოს 5 , იემენის 1, აზერბაიჯანის 1, ირანის 1 და ავღანეთის 1 მოქალაქე.

სიახლეების გამოწერა