“ქერემ ბალიკ ჩილიკმა” 50 000 ლარი ჯარიმა გადაიხადა

 მიმდინარე წლის 5 იანვარს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა სეინერმა “ქერემ ბალიკ ჩილიკმა” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 50 000 ლარი ჯარიმა გადაიხადა.
აღნიშნული სეინერი 2 იანვარს სანაპირო დაცვის “ფოთის” ბაზის მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობისათვის დახურულ სუფსის ნავთობტერმინალის ზონაში დააკავეს.

სიახლეების გამოწერა