მესაზღვრეებმა ყალბი ვიზების მქონე სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისის აეროპორტში რეისზე “თბილისი-ვენა”, სასაზღვრო საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მესაზღვრეებმა ყალბი ვიზების მქონე სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი ტრანზიტული რეისით “ტორონტოში” (კანადა) მიფრინავდნენ. 
აღნიშნული პირების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სიახლეების გამოწერა