მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის 18 იანვარს რეგიონული სამმართველო “აჭარის” სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილება “სარფში”, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასვლას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ. 
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
 

სიახლეების გამოწერა