დააკავეს მოქალაქე, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ყალბი (სომხეთის მოქალაქის) პასპორტით ცდილობდა

მიმდინარე წლის 16 იანვარს რეგიონული სამმართველო “აჭარის” სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილება “სარფში”, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას ყალბი (სომხეთის მოქალაქის) პასპორტით ცდილობდა. 
აღნიშნული პიროვნების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
 

სიახლეების გამოწერა