აეროპორტში მესაზღვრეებმა შსს-ს მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის 11 იანვარს თბილისის აეროპორტში რეისზე “თბილისი-დონეცკი”, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, მესაზღვრეებმა შსს-ს მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებას გადაეცა.

სიახლეების გამოწერა