შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო პოლიციის „ახალციხის“ სამმართველოს სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი ადგილზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.