სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 პირი დააკავა

27-08-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები