შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო პოლიციის „ახალციხის“ სამმართველოს სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით, ქვეითად ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.