სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

23-07-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორების „კირნათისა“ და „სარფის“ დასაცავ მონაკვეთებზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. ხოლო ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები