შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საზღვაო უსაფრთხოების სწავლება „CUTLASS EXPRESS 2027“-ის დაგეგმვის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ დაგეგმილი კონფერენცია ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, ქალაქ დარ-ეს-სალამში, გაიმართა.
კონფერენციაში, როგორც ნატოს, ასევე, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციას, ასევე, ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო მრჩეველი - სტივენ ბაუერი.
კონფერენციის მიზანი იყო 2027 წლის მარტში დაგეგმილი საზღვაო უსაფრთხოების სწავლება „CUTLASS EXPRESS 2027“-ის დაგეგმვა.