სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთში „ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სწავლებაში

24-06-2026

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო - სასწავლო ცენტრში დაგეგმილ „ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სწავლებაში" მიიღეს მონაწილეობა. სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან შედგებოდა. სწავლების მიზანი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

სწავლების დასრულების შემდეგ დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები