სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა

24-06-2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის კანონაღსრულების ტაქტიკური განყოფილების უფროსი გერმანიაში, ქალაქ ობერამერგაუში, ნატოს სკოლის სასწავლო კურსს დაესწრო.

კურსში მონაწილეობდნენ როგორც ნატოს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავდა. მონაწილეებმა განიხილეს ნატოს ინსტრუქტორთა მომზადებისა და გადამზადების მეთოდები, ასევე ინსტრუქტორის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კურსის მიზანი ინსტრუქტორის უნარ-ჩვევების განვითარება, სრულყოფა და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა იყო.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები