შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.
მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ქვედანაყოფში და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მინისტრს რეგიონის სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებული ვითარება გააცნო. ასევე, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მზაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და სპეციალურ ტექნიკა დაათვალიერებინა.