სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა

16-06-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო, ორმა მათგანმა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები