სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

06-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს დაბადებული ბ.პ. დააკავეს.

გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი