სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი

01-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემი " MSC PROSPERITY II " საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით დაიწყეს.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები