საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავა

30-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი 1999 წელს დაბადებული ფ.ს. და 1993 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს.

დაკავებული ფ.ს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ბრალდებით, ხოლო ო.ო. განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები