სასაზღვრო პოლიციამ 4 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციისა და საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“-ს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ა. მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, ცდილობდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, 1978 წელს დაბადებული ი.ო-ს და 2000 წელს დაბადებული მ.დ-ს უკანონოდ გადაყვანას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.