სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

15-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, 1996 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-3 და 262-4 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები