სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

25-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

დადგინდა, რომ ბრალდებულს სასაზღვრო გამტარ პუნქტ "ყაზბეგი"-ს გავლით, რუსეთის ფედერაციაში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავიში დამალვის გზით, სურდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 ფუთად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გატანა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისსწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები