შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა-კალენდრის ფარგლებში განხორციელდა.
სტუმრებმა, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებისგან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის და სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელების ვიზიტები საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანს საჯარო უწყებებს შორის საქმიანობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.