სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა

11-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხების მრჩეველს, ნეჯმეთინ თეთიქს და უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ჰაქან ბეჯელს შეხვდა.

მხარეებმა უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე,  აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სარდლობის და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა, ურთიერთმხარდაჭერა და დახმარება სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ  სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები გიორგი გურეშიძე და დავით ბიწკინაშვილი.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობები და თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები