სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

10-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა" და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები