სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

05-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებულმა ო.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული ი.ა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით და 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები