შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
დაკავებულმა ა.გ-მ 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, რაზეც იგი გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.