შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული ა.კ. და 1983 წელს დაბადებული დ.ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ. და დ.ა. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.