საქართველოს სასაზღვრო პოლიციიის 2025 წლის შედეგები

05-01-2026
  • სასაზღვრო პოლიციის მიერ, 2025 წელს, ბრალი წაეყენა 366 პირს და აღიკვეთა 371 დანაშაული
  • სასაზღვრო პოლიციის მიერ, 2025 წელს, გამოვლენილ იქნა 698 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
  • წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის 1165 მოსამსახურე გადამზადდა
  • განახლდა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს შეიარაღება
  • სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მიერ პირადი შემადგენლობისთვის ჩატარდა 16 სწავლება
  • სწრაფი რეაგირების ბაზაზე აშენდა სასროლი სახლი და სამთო მომზადების კოშკი
  • ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO - ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“
  • სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრებმა მესამედ მიიღეს მონაწილეობა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“
  • სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სწავლებებში: „DYNAMIC MOVE 2025 – I” (ბელგია); ,,CUTLASS EXPRESS 25“ (ტანზანიის რესპუბლიკა); ,,2025/International Maritime Exercise 2025“ (ბაჰრეინის სამეფო); ,,2025/MCM DIVE“ (რუმინეთი); „SEA BREEZE 25“ (დიდი ბრიტანეთი); ,,BREEZE 25“ (ბულგარეთი); „DYNAMIC MOVE 2025 – II“ (იტალიის რესპუბლიკა)
  • სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა მუდმივ რეჟიმში მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში
  • სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტმა წლის განმავლობაში შეასრულა 249 დავალება, მათ შორის იყო როტაციები, სახანძრო-სამაშველო, სასაზღვრო, სასწავლო და ტექნიკური ფრენები
  • წლის განმავლობაში სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ნაფრენი საათების რაოდენობამ 602 სთ. შეადგინა
  • სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა მუდმივ რეჟიმში მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში
ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები