საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და რეგიონში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებელს გაეცნო.
გეკა გელაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია - დაათვალიერა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა.
მინისტრი ასევე, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა, სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და
მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი.