შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია უწყებათაშორის სწავლებაში დიდგორი 2025 მონაწილეობს
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კემბრიჯში, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით სასწავლო კურსი "საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ადმინისტრირებისა და ტექნიკური მომზადების სასწავლო კურსი" გაიარეს.
სასწავლო ღონისძიების მიზანი იყო „SeaVision“ პლატფორმის კვალიფიციური ოპერატორებისა და ადმინისტრატორების გადამზადების გზით ზღვაზე დაკვირვების სისტემის მდგრადობის გაუმჯობესება. კურსი, ასევე მიზნად ისახავდა ტექნიკოსების გადამზადებას ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემებისა (AIS) და სარადარო სისტემების მიმართულებით.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.