განცხადება
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ოფიცრების დახმარებით, სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ.
სწავლება საცეცხლე მომზადებას და დახურულ სივრცეში ბრძოლის ტექნიკას მოიცავდა.
მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სისტემატურად ტარდება და მის მიზანს მესაზღვრეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.