სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

სპეციალისტი (ტექნიკოსი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტექნიკური მომსახურების ცენტრის (სამსახური) საავიაციო და რადიო-ელექტრონული მოწყობილობილობების შემოწმების და შეკეთების განყოფილების

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 945 (ცხრაას ორმოცდახუთი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:
- არანორმირებული სამუშაო დღე, საფრენი აპარატების საავიაციო და რადიო-ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების შესრუ- ლება და დოკუმენტაციის გაფორმება;
- მიწისზედა საავიაციო და ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება, საავიაციო და რადიო-ელექტრონული მოწყობილობების ლაბო- რატორიული ტექნიკური მომსახურება;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, მათ შორის ხანძარ- საწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები:

- განათლება- უმაღლესი საფრენოსნო-ტექნიკური;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენა- სრულყოფილად, რუსული, ინგლისური.

პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა;
- დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.


ხარისხისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილე (ხარისხის მართვის ინჟინერი, ბორტ-ინჟინერი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1130 (ერთი ათას ას ოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:
- არანორმირებული სამუშაო დღე, ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება, ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის სახელმძღვანელოების ცვლილებების და განახლებების ორგანიზება;
- სახელმწიფო ავიაციის, EASA-ს და სამმართველოს დამატებითი სტანდარტების/მოთხოვნილებების შესრულების მონიტორინგი, ხარისხისა და უსაფრთხოების აუდიტების განხორციელება, საფრენი აპარატების ინსპექტირება, საფრენოსნო და ტექნიკური მომსახურების პროცედურების მონიტორი, ნგისაავიაციო შემთხვევების მიზეზების გამოვლენა და შესწავლა.

მოთხოვნები:

- განათლება- უმაღლესი საფრენოსნო-ტექნიკური;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- სახელმწიფო ენა- სრულყოფილად, რუსული, ინგლისური.

პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა;
- დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
2. გასაუბრება.

შენიშვნა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 09 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro @mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).
ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ფოტოსურათი - 3X4;
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.