სპეციალისტი/საწყობის მენეჯერი (სტაჟიორი)

პოზიცია:  სპეციალისტი/საწყობის მენეჯერი (სტაჟიორი)

დანაყოფი:  საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს ინფორმაციული სისტემების სამსახურის ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის განყოფილება

სამუშაო რეჟიმი:    09:00-18:00 (შეთანხმებით)

თანამდებობრივი სარგო:  ანაზღაურების გარეშე

სამსახურის ადგილმდებარეობა:    ქ. თბილისი

ვაკანსიის რაოდენობა:  1

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა:  1

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

განცხადების წარდგენის ვადა:  29/09/2019

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე

ენა - სახელმწიფო ენის ფლობა

განათლებ - უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

 

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ადაპტაციის უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point);
  • აკადემიური წერის ცოდნა;

 

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  •  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბერი №337 დადგენილება;
  • „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანება;

ფუნქცია-მოვალეობები:

ა) სასაზღვრო პოლიციის საწყობში არსებული რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების მიღების, განთავსების და შენახვის პროცესში მონაწილეობა, ცენტრალური აპარატის შესაბამის საცავში  და საცავიდან ქვედანაყოფებზე მათი გაცემა სათანადო ნორმების დაცვით;

ბ) საცავში არსებული რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტექნიკური საშუალებების ფაქტიური შემოწმების, აღრიცხვის და ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

 

კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება და სპეციალური შემოწმება;

გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტს, რომ არ შეფერხდეს ან/და ხელი არ შეეშალოს მის საგანმანათლებლო დღის წესრიგს.

 

იხილეთ აპლიკაცია