სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

სპეციალისტი (აღმრიცხველი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საინჟინრო-სარემონტო სამმართველოს ექსპლუატაციის, რემონტების დაგეგმვის და აღრიცხვის განყოფილების

თავისუფალია - 1 ვაკანსია.
თანამდებობრივი სარგო - 1070 (ერთი ათას სამოცდაათი) ლარი.

სამუშაოს აღწერა:
- ახორციელებს სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვიანობას;
- ამზადებს სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ გახარჯული მასალების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
- აწარმოებს შემოსულ და გასულ დოკუმენტაციას.

მოთხოვნები:

- ასაკი-18 წლიდან;
- განათლება-საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
- მოქალაქეობა-საქართველო;
- ფიზიკური მონაცემები;
- ენა-სახელმწიფო ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა;
- დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
- არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკით მუშაობის უნარი;
- სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა.
2. გასაუბრება.

შენიშვნა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 09 ივლისამდე უნდა გადმოგზავნონ სასაზღვრო პოლიციის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr-sasazgvro @mia.gov.ge (გთხოვთ ელ.-ფოსტის სათაურში ჩაწეროთ ვაკანსიის დასახელება ქვედანაყოფის მითითებით).
ასევე აპლიკაციასთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ფოტოსურათი - 3X4;
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.